"ჩემი მაიმუნი" - რუსი და ქართველი დიზაინერები ერთმანეთს ხვდებიან?

სოციალურ ქსელში რუსი დიზაინერი, ვალერი ტოპალი ქართველ დიზაინერთან, ლაშა მდინარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად დებს. ფოტოებზე ვალერა ლაშას იგივე გუდუს თავის მაიმუნს უწოდებს. კომენტარები კი კიდევ უფრო დამაინტრიგებელია, საიდანაც ირკვევა რომ წყვილი ერთმანეთს ხვდება. უკვე შემდგომ ტოპალმა საკუთარ გვერდზე შემდეგი პოსტიც გამოაქვეყნა: "მადლობა, რომ მყავხარ. მადლობა ყველას ვინც ჩვენ გვერდით ხართ", - სტატუსთან ერთად კი გუდუსთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. სურათზე დათუნა სულიკაშვილისა და ვიზაჟისტი მარი გოშხეთელიანის კომენტარებსაც ამოიკითხავთ. ცნობილია ასევე, რომ წყვილი ერთად მუშაობს გუდუ ატელიაში.

კომენტარი