„ეს მაიას იდეა იყო“ - პროფილის პროდიუსერი კულისებიდან გამოდის

მარაო რუსთავი 2-ზე ახალი გადაცემა იღებს სტარტს. „უხერხული კითხვები“ ასე ქვია შოუს, რომლის წამყვანიც პროფილისა და მარაოს პროდიუსერი, ჟურნალისტი ნიკა ხაჩიძე იქნება.

„სტუმრები ყველა სფეროდან მეყოლება. ვინც კონკრეტულ პერიოდში მაყურებლისთვის საინტერესო იქნება იმას მოვიწვევთ.

დიდი ხანია გვინდოდა ამ გადაცემის გაკეთება და დროში გაიწელა. სხვა წამყვანებს მოვიაზრებდით, მაგრამ ბოლოს მაია ასათიანის იდეა იყო, რომ მე დავსვა უხერხული კითხვები.

გადაცემას, რომ იწყებ რა თქმა უნდა ფიქრობ, იმაზე რომ გინდა რეიტინგი, მაგრამ ჩემთვის რეიტინგზე მნიშვნელოვანია ხარისხი.

ისევ ვრჩები თოქ-შოუ პროფილისა და ტელეკომანია მარაო რუსთავი 2-ის პროდიუსერად და ახალი სეზონი ისეა დაგეგმილი, „უხერხული კითხვების“ გამო არ მოაკლდება ჩემი დრო არც პროფილს არც მარაოს.“ - განაცხადა ნიკა ხაჩიძემ დრონისთან საუბრისას.

კომენტარი