მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ - ია სუხიტაშვილი კომენტარს აკეთებს

მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდნენ. 7 თვეა რაც წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.

დღეს პრაიმტაიმს იამ დაუდასტურა, რომ მისი ოჯახი დაინგრა.

ია, მართალია, რომ თქვენ და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდით?

– ასეა, ჩვენ უკვე შვიდი თვეა ერთად აღარ ვცხოვრობთ.

შეიძლება მიზეზი გკითხოთ?

– არა, მიზეზებზე საუბარი არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ფაქტია.

ეს არის ბოლო წერტილი?

– აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ. ისე არ მივდივარ. თუ მივდივარ, მივდივდივარ!

როგორ გგონიათ, იქონიებს ეს გავლენას თქვენს მომავალ პირად ცხოვრებაზე?

– ძალიან მტკივნეულია, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ… არაუშავს, უნდა ასწიო თავი და უნდა გაიარო, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე. ეს ცოდვად ითვლება.

– 7 თვე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დამალო ჟურნალისტებთანფიქრობდით რომ დალაგდებოდა? ამის გამო დუმდით?

– არა, არაფერს არ ვფიქრობდი, უბრალოდ არ არის საჭირო ყველაფრის ლაპარაკი, არ ვართ 14 წლის ბავშვები.

კომენტარი