20 მილიონ ევროდ შეფასებულ ქორწილამდე მამამ შვილს ცოლიც თავად მოუძებნა

გასულ კვირას მოსკოვში წლის ქორწილად აღიარებული ცერემონია, რომელიც ჯამში 20 მილიონი ევრო დაჯდა ქვეყნის გარეთაც იყო განხილვის თემა. მილიარდერ მიხაილ გუცარიევის ვაჟის ქორწილი იმდენად რეზონასული იყო, რომ რუსული მედია აქამდე უცნობი პატარძლის ვინაობითა და სიძე-პატარძლის სიყვარულის ისტორიითაც დაინტერესდა.

რიგორც გაირკვა 28 წლის საიდ გუცარიევისთვის საცოლეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები აქტიურად ეძებდნენ. გოგონა ინგუში უნდა ყოფილიყო და ეს გახლდათ კრიტერიუმი, რომელიც პირველ რიგში და აუცილებლად უნდა დაკმაყოფილებულიყო. გარდა ამისა აუცილებელ მოთხოვნებს შორის იყო: სილამაზე, მოკრძალებულობა და ნაციონალური ტრადიციებისა და რელიგიის ერთგულება.

საბოლოოდ ოჯახმა საიდისთვის 19 წლის ხადიჯი იპოვა, რომელიც 22 აპრილს 20 წლის გახდება. გოგონა იმდენად მოკრძალებულია სოციალურ ქსელებშიც კი არ არის დარეგისტრირებული, გვერდი აქვს მხოლოდ რუსულ საიტზე ВКонтакте და იქაც არანაირი ფოტოსურათი ან პირადი ინფორმაცია მის შესახებ არ მოიპოვება. აქამდე მოსკოვში სტომატოლოგის პროფესიას ეუფლებოდა, თუმცა ეს ხელობა ალბათ აღარ გამოადგება.

პატარძლის ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ისინი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ.

კომენტარი