ფოტო და ვიდეო რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილიდან, რომელიც 20 მილიონი ევრო დაჯდა

სტინგი, ჯენიფერ ლოპესი, ალა პუგაჩოვა, ენრიკე იგლესიასი, პატრისია კაასი და სხვა ვარსკვლავები ერთ ადგილას რუსმა ბიზნესმენმა მიხეილ გუცარიევმა შეკრიბა.

ძვირადღირებული მომღერლები, მილიარდერმა ბიზნესმენმა თავისი 28 წლის ვაჟის საიდისა და მისი 19 წლის შეყვარებულის ჰაჯიდი უჯახოვას ქორწილისთვის შეკრიბა და ზღაპრული ცერემონიაც მოაწყო.

გუცარიევის ვაჟის ქორწილი მოსკოვში, 2016 წლის 26 მარტს გაიმართა, მას 600 სტუმარი ესწრებოდა და ცერემონია ჯამში 20 მილიონი ევრო დაჯდა. ამ ღონისძიებას რუსეთში უკვე უწოდეს წლის ქორწილი.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ ქორწილში სიმღერისთვის ჯენიფერ ლოპესს 1 მილიონი ევრო გადაუხადეს. ნახევარი მილიონი ევრო დაჯდა სტინგის მოწვევა. ენრიკე იგლესიასმა-500 ათას ევროდ, პუგაჩოვამ კი 300 ათასი ევროდ იმღერეს.

საქორწინო დარბაზის მოწყობაზე 200 ათასი დაიხარჯა. „Elie Saab“ -ის 25 კილოგრამიანი საქორწინო კაბის ღირებულება კი 15 ათას დოლარს სცდებოდა. პატარძლის თმას კი 5 მილიონ დოლარად შეფასებული გვირგვინი ამშვენებდა.

ცნობისთვის გუცარიევი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბიზნესმენის მფლობელობაში შედის: «Руснефть», «Нефтиса», Бинбанк, და რადიოები «Шансон», «Весна FM», «Восток FM», «Столица FM», Love Radio, «Радио Дача», «Такси FM», «Говорит Москва»

კომენტარი