სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ, რას წერს პროექტ „ერთი-ერთში“-ს გამარჯვებული თაკო გაჩეჩილაძე?

თაკო გაჩეჩილაძე საჯარო მადლობებს იხდის. აი რას წერს პროექტ „ერთი-ერთში“-ს გამარჯვებული თაკო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში:

ყველაზე გახარებული და ბედნიერი ვარ!!! პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია იმედს ამ სუპერ პროექტისთვის, შოუს პროდიუსერს გვანცა კილასონიას იმისთვის, რომ მომცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა პროექტში. მიმეღო უდიდესი გამოცდილება და კიდევ და სულ ვიტყვი, რომ ეს პროექტი იყო ჩემთვის კიდევ, რაღაც ერთი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება!!! მადლობა მთელ შემოქმედებით გუნდს, სუპერ პროფესიონალ სტაფს, ყველა ადამიანს ვინც ამ პროექტზე იმუშავა. მადლობა ღმერთს ისევ და ისევ ესეთი დალოცვისთვის, ჩემს უსაყვარლეს ოჯახს, ჩემს სიცოცხლე დაიკოს ნინო გაჩეჩილაძეს, მშბლებს თინა გაჩეცლაძე და ყველას თქვენ, ვინც ამხელა სითბო და სიყვარული მაჩუქეთ და გვერდში ამომიდექით!!! ეს არის ყველაზე მაგარი გრძნობა, როცა გიფასდება შრომა, მონდომება, ნიჭი და თავდაუზოგავი ბრძოლა გამარჯვებისკენ!!! კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ეს პროექტი მარტო იმისთვის ღირდა, რომ ხალხის ამხელა დოზით სიყვარული და სითბო დავიმსახურე!!! მიყვარხართ და გკოცნით ბევრს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100