„ორსულად ვარ და ცოლად მომიყვანე“ აღარ გამოვა - ქართველმა მამაკაცებმა გამოსავალი იპოვეს

დარსულება და სასურველ მამაკაცზე ამ გზით გათხოვება არაეთიკური, მაგრამ ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდია, თუმცა გოგონებო დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება და ამ ხერხმაც დაიწყო საკუთარი თავის ამოწურვა.

მამაკაცების ნაწილმა გამოსავალი იპოვა, ძლიერი სქესის ჭკვიანი წარმომადგენლები არც შვილს იმეტებენ აბორტით სიკვდილისთვისაც და არც თავს იუბედურებენ არასასურველ ქალზე ქორწინებით. ამ ორი უსიამოვნო ფაქტის თავიდან ასაცილებლად ქართულ საზოგადოებაში ახალი ტენდენცია დაიწყო, კაცები მათგან დაორსულებულ ქალებს ბავშვს ქორწინების გარეშე აჩენინებენ და იღებენ ყველა მამობრივ პასუხისმგებლობას თავზე ისე, რომ არ ხდებიან ქმრები.

ამ მამაკაცების სიაში ცნობილი ქართველი კაცებიც არიან. ერთი თვის წინ მამა გახდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, თუმცა თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს შვილის დედაზე არ უქორწინია.

იგივე ისტორია აქვს თიკა ფაცაციას ძმას, კალათბურთელ ლევან ფაცაციას, რომელიც არაჩვეულებრივი გოგონას მამა რამდენიმე თვის წინ გახდა.

პიონერი კი ამ ახალ ტენდენციაში ლევან როსტოშვილი გახლდათ, რომელსაც ოლიმბიურ ჩემპიონ იანა კლოჩკოვასთან ქორწინების გარეშე ყავს ვაჟი საშა.

კომენტარი