ამ სილამაზესა და ფუფუნებაში ჯორჯ კლუნიმ 16 მილიონი გადაიხადა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ ლონდონის გარეუბანში ულამაზესი სახლი იყიდა.

ტემზის ნაპირას მდებარე, გრეგორიანული ეპოქის სასახლე ინგლისის დედაქალაქიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული, მიწის ფართობი 22 257 კვადრატული მეტრია, ორსართულიანი შენობის ფართობი კი 830 კვადრატული მეტრი. სასახლეში 9 საძინებელი და 8 სააბაზანოა, ასევე ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზიც. ეზოში მდებარეობს 200 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ცალკე სახლი სტუმრებისთვის. სასახლე აგებულია XVII საუკუნეში. სახლის მთავარ ხიბლად კი ულამაზესი ეზო ითვლება.

მსახიობმა ეს ყველაფერი 16 მილიონ დოლარად შეიძინა.

კომენტარი