ქეთა თოფურიას მამა - კანონიერი ქურდი ანდრო

ქეთა თოფურიას მამა ანდრო 50 წლის ასაკში, რუსეთის ერთ-ერთ ციხეში, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. ყველასთვის ცნობილია და ქეთას თავადაც არაერთხელ დაუდასტურებია რუსულ მედიასთან, რომ მამამისი კანონიერი ქურდი იყო.

„მამაჩემი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, კანონიერი ქურდი, თუმცა ჩვენს დროში ყველა კანონიერი ქურდი ბიზნესში გადავიდა. სტატუსის მიუხედავად ის გახლდათ აბსოლუტურად ადეკვატური, ხალისიანი, ახალგაზრდა მამაკაცი ცისფერი თვალებით.“ - გულწრფელად განაცხადა ქეთამ ანდრეი მალახოვის შოუში და თავისი გულწრფელობით ოვაციებიც დაიმსახურა.

„განა შეიძლება არ გიყვარდეს ეს გოგონა?“ - ეს გახლდათ სტუდიაში მყოფი ალა პუგაჩოვას კომენტარი ქეთას აღიარებაზე.

აღსანიშნავია, რომ თოფურიამ მამის კრიმინალური წარსული სხვა ინტერვიუებშიც არაერთხელ დაადასტურა.

ცნობისთვის ანდრო თოფურია (მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ანდრო სანოძეს) სხვადასხვა დროს ნასამართლევი გახლდათ მკვლელობის, იარაღის უკანონოდ შენახვისა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების ბრალდებით.

კომენტარი