სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიტა როხვაძე: „ბრავოს“ ფინალზე ჩემი ჩაცმულობა ნამდვილად გახდება სალაპარაკო...

დღეს 5 დეკემბერია და პროექტ „ბრავოში“ ფინალის ციებ-ცხელებაა. 8 კონკურსანტის ჭიდილი და სმს-ები, რომელზეც მონაწილეების გამარჯვებაა დამოკიდებული. გამარჯვებულის გამოვლენამდე დრონი.ჯი ერთ-ერთ კონკურსანტს გაესაუბრა

როგორ ემზადება ჯეოსტარი 2011 წლის გამარჯვებული მარიტა როხვაძე დღევანდელი ფინალისთვის და გახდება თუ არა მისი ჩაცმულლობა კვლავ ისეთი ხმაურიანი, როგორიც წინა ლაივზე იყო? რას ფიქრობს ის დანარჩენ შვიდ კონკურსანტზე და რას შესთავაზებს ის ქართველ მაყურებელს ამაზე თავად მარიტა გვიამბობს.

როგორ ემზადები „ბრავოს“ ფინალისთვის და მაყურებელი როგორ მარიტა როხვაძეს იხილავს დღეს?

ძალიან ვნერვიულობ... ვემზადები და მინდა ვთქვა, რომ უძლიერესი კონკურენტები მყავს, მაგრამ მე გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს, იმიტომ რომ ვმღერი ძალიან მაგარ სიმღერას, არის ძალიან მაგარი ნომერი, მაგარი პერფომანსი და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. ვეცდები რომ მაყურებელს ახლა უკვე სულ სხვა, შეცვლილი მარიტა დავანახო, როგორც ვიზუალურად, ისე ვოკალურადაც გაზრდილი და მე იმედი მაქვს, რომ გვერდში დამიდგებიან და მხარს დამიჭერენ.

შენს შანსებს როგორ აფასებ და ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის აღიქვამ?

არ შემიძლია ვინმე გამოვყო, ყველანი ძალიან მაგრები და ძლიერები არიან. ყველას მაგარი ლობისტები ჰყავს. მაგრამ ნუ ჩემი ლობისტი მაინც ყველსს სჯობია (იცინის). და ნამდვილად არ გავუცრუებ იმედს, იმიტომ რომ შოკი ნომერი მექნება.

რაც შეეხება დღევანდელ შენს ჩაცმულობას, შენი აზრით გახდება თუ არა ის წინა ჩაცმულობასავით სალაპარაკო?

არვიცი წინა ლაივზე ჩემი ჩაცმულობა რატომ გახდა ასეთი სალაპარაკო, ჩემამდეც და ჩემს მერეც უარესები ეცვათ და მსგავსი არაფერი თქმულა. ეხლა რაც შეეხება ისეთი სიმღერაა, რომ მოკრძალებული კაბა ნამდვილად არ მოუხდება. მე ვარ პერსონაჟი, იქნება ძალიან მაგარი პერფომანსი და გავამხელ იმასაც რომ ჩემი ჩაცმულობა ნამდვილად გახდება სალაპარაკო, მაგრამ არ მინდა, რომ არასწორად იქნას აღქმული მაყურებლის მიერ... მე მინდა მსმენელმა შეაფასოს ის სიმღერა, ის შესრულება და საერთოდ შოუ რაც დღეს იქნება და გპირდებით, რომ მე დღეს მართლაც მაგარ შოუს დავდგამ სცენაზე.

რაც შეეხება ნომერს, რომელზეც ამბობ რომ ძალიან მაგარი იქნება, მოკლედ რომ გვითხრა ამის შესახებ...

წინა ლაივიდან მოყოლებული მე და ჩემი პროდიუსერი კახა ხოშტარია ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა, რა ჩამეცვა, რომ შოკი ყოფილიყო და ბოლოს მოვიფიქრეთ ერთად... მე წინასწარ ყველაფრის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ დაჩი დარჩია (ავლაბარში 3 თვის წინ მოკლული მამაკაცი, რომელიც მარიტა როხვაძის პროდიუსერი იყო) რომ ცოცხალი ყოფილიყო, რომელიც სულ დარიგებებს მაძლევდა და მასწავლიდა ბევრ რამეს, დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონებოდა, იმიტომ რომ მართლა მაგარი ნომერია. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მაშინ როცა დაჩი ჩემს გვერდით იყო, და ახლაც როცა დაჩი ჩემს გვერდით აღარაა, მაგრამ ის მაინც სულ ჩემთანაა. როცა თავიდან ეს სიმღერა „გეთსბი“ ფართისთვის გავაკეთეთ დაჩის იდეა იყო და მე, კახა და დაჩი ვიჯექით ერთად და სათითაოდ ნოტებს ვარჩევდით მუსიკოსებთან ერთად. მართლა იმხელა შრომა გვაქვს ამ ნომერში ჩადებული, რომ მინდა ყველა ადამიანმადე მივიდეს ისე როგორც არის და არ თქვან რომ ჩაცმულობამ გამაღიზიანა, ან ჩემმა მანერამ და ა.შ..

და ბოლოს გვითხარი რა მისცა მომღერალ მარიტა როხვაძეს პროექტმა „ბრავომ“?

პროექტმა მომცა ის, რომ ხალხს გავეცანი ხელახლა. ჩემი გამარჯვება დღეს, ღმერთმა ქნას, და მართლაც ასე მოხდეს, იქნება იმის დამტკიცება, რომ მე არ გავჩერებულვარ, რომ კიდევ რაღაცას ვაკეთებ და კიდევ უფრო მაღალ და მაღალ საფეხურზე ავდივარ. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ და დავუმტკიცებ მაყურებელს და საქართველოს, რომ მარიტა დღეს უფრო ბევრად მაგარია ვიდრე იყო 2011 წელს.

მიეცით ხმა ფესბუქზე https://www.facebook.com/tbcbank/app_716625505058572?pnref=story

და დარეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე: 0903300302

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100