ნიკოლ კიდმანის გარდაცვალებას არ ადასტურებენ

ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა.
შემზარავი ფაქტი ახალ ზელანდიაში მოხდა, სადაც ნიკოლი ბოლო პერიოდში ფილმის გადაღებებში იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებში დაიწერა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „იაგუარის“ მანქანა, რომელსაც 39 წლის კიდმანი მართავდა, ერთ-ერთი სცენის დროს ბოძს შეასკდა. მსახიობის გარდა კიდევ 6 ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში, რომლებიც საავადმყოფოში უმნიშვნელო დაზიანებებით მიიყვანეს.
ტრაგედია ღამის პირველ საათზე მოხდა. დღეს კი შემთხვევის ადილი, სადაც შემზარავი ფაქტი მოხდა, გადაკეტილია. გარკვეული დროის შემდეგ საინფორმაციო პორტალებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ცოცხალია და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ოფიციალური კომენტარების თანახმად, ის ფაქტი, რომ ავარია ნამდვილად მოხდა, დადასტურებულია და რომ მანქანის საჭესთან ცნობილი მსახიობი იმყოფებოდა. თუმცა ნიკოლ კიდმანის პრეს-მენეჯერის განცხადებით, მანქანის გარდა არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მაღალანაზღაურებადი მსახიობია. მისი ჰონორარები ერთ ნათამაშებ როლში 16-17 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისეთი ბრწყინვალეა. ახლახანს ნიკოლმა ჟურნალ GQ ინტერვიუში კიტ ურბანთან მორიგი უიღბლო ქორწინების შესახებ განაცხადა.

კომენტარი