ელტონ ჯონი შვილს საკუთარ დედას უმალავს

ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა საკუთარ დედას, 86 წლის შეილა ფეირბრაზერს შვილიშვილის ნახვა აუკრძალა. შეგახსენებთ, რომ მომღერალს შვილი სუროგატი დედის საშუალებით ექვსი თვის წინ შეეძინა. ბედნიერ მშობელს, ელტონ ჯონს სამი წელია საკუთარ დედასთან არავითარი კონტაქტი აღარ აქვს. კონფლიქტის მიზეზი კი მედიისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ჯონი ყოველთვის აღმერთებდა დედას და დამოკიდებული იყო მასზე. გავრცელებული ინფორმაციით, შეილა ყოველთვის გვერდში ედგა შვილს. ეხმარებოდა მუსიკოსად ჩამოყალიბებაში და როცა ელტონი ცნობილი გახდა, მან საკუთარ სახლში ვაჟის ჯილდოების გამოფენა მოაწყო.

დედა ელტონს ქორწინების დროსაც გვერდით ედგა. შეილა და მისი მეორე ქმარი, მხატვარი ფრედ ფრეირბრაზერი ელტონისა და დევიდის სამოქალაქო ქორწინების საპატიო სტუმრების სიაში იყვნენ. საქორწინო ცერემონია 2005 წელს, უინძორების სასახლეში შედგა.

სწორედ მომღერლის მეორე ნახევარი გახდა დედისა და შვილის კონფლიქტის მიზეზი. შეილამ აღიარა, რომ დევიდის შეფასებაში შეცდა. ამის შემდეგ კი ელტონმა თითქოს საერთოდ ამოშალა თავისი ცხოვრებიდან საკუთარი დედა. ამავდროულად, ელტონმა დედას ფინანსური დახმარებაც შეუწყვიტა და შეილას საცხოვრებელი სახლის გაყიდვა და შვილის ჯილდოების კოლეექციის აუქციონზე გატანა მოუწია.

მომღერალი არც მამინაცვლის დაკრძალვას დესწრო. ახლა კი დედას უფლებას არ აძლევს შვილიშვილი ნახოს. რაც შეეხება დევიდის მშობლებს, ისინი წყვილს შვილის აღზრდაშიც კი ეხმარებიან. შეილა აღნიშნულ უთანხმოებაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ ყოველივე მოგვარდება.

კომენტარი