სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიონსე და ჯეიზი ერთმანეთს ეყრებიან. მიზეზი შესაძლოა ბარაკ ობამას და ბიონსეს რომანი იყოს

პოპ სამყაროს ყველაზე თბილი ოჯახის სტატუსის მქონე ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეყრება. ბიონსემ უკვე მიმართა ადვოკატს და სულ მალე ის ჯეიზის ცოლი აღარ იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია სანდრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განქორწინების მიზეზი არ სახელდება, თუმცა ცნობილია თუ რაზე ისაუბრა ბიონსემ საკუთარ ადვოკატთან. წყვილის საერთო ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს და სწორედ ამ ფულთან დაკავშირებით შეხვდა პოპ-ვარსკვლავი საკუთარ ადვოკატს. სიმდიდრე წყვილმა ერთობლივად დააგროვა და შესაბამისად მისი გაყოფაც მოუწევთ.

აღსანიშნავია რომ პირად ცხოვრებაში დაგეგმლი განშორება წყვილს ერთობლივ მუშაობაში ხელს არ უშლის, ამჟამად ისინი საერთო საკონცერტო ტურნეში იმყოფებიან, მათი გამოსვლები ანსლაგებით მიმდინარეობს, სულ ცოტა ხნის წინ მათ ერთ-ერთ კონცერტზე 10 ადამიანი დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრანგული მედია ბიონსესა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას რომანზე წერდა, თუმცა ამერიკული მედია ამ განქორწინების მიზეზად პრეზიდენტს არ ასახელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100