სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 წლის ბავშვი დამალობანას თამაშის დროს სარეცხ მანქანაში გაიგუდა

პოლონეთში მცირეწლოვანი და-ძმის თამაში ფატალურად დასრულდა - გოგონა იხუჭებოდა, ბიჭმა კი დამალვა სარეცხ მანქანაში სცადა. მარსელმა ჯერ სააბაზანოს კარი ჩაკეტა, შემდეგ კი მანქანაში შეძვრა და მისი კარიც დახურა, რომელიც მხოლოდ გარედან იღება.


როდესაც 5 წლის გოგონამ ძმის პოვნა ვერ მოახერხა, მშობლებს სთხოვა დახმარება. ყველა ოთახის შემოწმების შემდეგ მამამ სააბაზანოს მიაშურა, რომლის ჩაკეტილი დახვდა, იქიდან ხმას კი ვაჟი არ სცემდა. კარის შემტვრევის შემდეგ სარეცხი მანქანის კარი გამოაღო, სასწრაფოს მოსვლამდე კი ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მედიკოსების მოსვლისას ბიჭუნას მდგომარეობა კრიტიკული იყო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმები ნახევარი საათის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის.

გამოძიების განცხადებით, ბავშვის სიკვდილი გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული და შესაძლოა მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100