''იურმალას'' ქართველმა კონკურსანტმა რეპით კონკურენტები გააოცა

17 წლის ნუცა ბუზალაძე, რომელიც 'ახალი ტალღა 2014'-ზე საქართველოს წარადგენს, უკვე იურმალაში იმყოფება. მუსიკალური კონკურსი 22 ივლისს იწყება. ნუცას პროდიუსერები კახა მამულაშვილი და ლელა წურწუმია არიან. ქართველი კონკურსანტი იურმალაში სამი სიმღერით წარსდგება. მათ შორის ერთ-ერთს - 'ყვავილების ქვეყანას' ნუცა ბუზალაძე სოფო ხალვაშთან ერთად იმღერებს. ბოლო საკონკურსო დღეს, რომელზეც სპეციალურად კონკურსანტისთვის დაწერილი სიმღერა სრულდება, 17 წლის მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილის In My Dreams-ს შეასრულებს.

კომენტარი