სოფის და მიშოს დაბრუნება "x ფაქტორში" - რა კომენტარს აკეთებს სტეფანე?

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მებო ნუცუბიძემ X-Factor დატოვ. მებოს ადგილას პროექტის ხელმძღვანელებმა კი ორი კონკურსანტის დაბრუნება გადაწყვიტეს. პროექტს წინა ორშაბათს გამოთიშული ორი კონკურსანტი უბრუნდება. ესენია მიშო ელიავა და სოფი სააკაშვილი.

მიშო ელიავა: მე და სოფი სააკაშვილი დაგვაბრუნეს. რატომ არ ვიცი, გუშინ საღამოს პროდიუსერებმა დამირეკეს და მითხრეს. მიზეზებზე დღეს დაგველაპარაკებიან.

დრონი.ჯი შეეცადა გაერკვია თუ რა ცვლილებები მოხდა პროექტში და სტეფანეს დაუკავშირდა, სტეფანეს კომენტარი კი ასეთი იყო:

„ბოდიში, მაგრამ არ მცალია ინტერვიუებისათვის, არ დამირეკოთ მეტი“.

კომენტარი