იტალიურმა მაფიამ კარავაჯოს შედევრი დაწვა

იტალიური მაფიის წევრები გამოტყდნენ, რომ ცნობილი მხატვრის, მიქელანჯელო კარავაჯოს სურათი დაწვეს, რომელიც 1969 წელს მოიპარეს.
1609 წელს დაწერილი ტილო „შობის შეხვედრა წმინდა ფრანცისკსა და ლავრენტისთან ერთად“ წმინდა ლავრენტის სამრეკლოდან (პალერმოში) იქნა მოპარული. გასული 40 წლის განმავლობაში ძიებამ ვერანაირად ვერ მიაგნო ნახატის კვალს.
დღეს კი, სურათის ბედზე მკვლელი, გასპარ სპატუცა ალაპარაკდა, რომელიც 1997 წელს დააკავეს.
სპატუცას განცხადებით, მისი მაფიოზი ხელმძღვანელის, ფილიპო გრავიანოს თქმით, კარავაჯოს ნამუშევარი, რომელიც 20 მილიონ ფუნტად არის შეფასებული (32,5 მილიონი დოლარი), ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაწვეს.
გრავიანოს მოყოლით, სურათი პულარის ოჯახს გადასცეს შესანახად, რომელიც მაფიოზების კლანთა სიაში შედიოდა. პულარა სურათს თავის ფერმის საკუჭნაოში ინახავდა, სადაც სურათი სრულიად განადგურდა. ამიტომ გადაწყვიტეს დაეწვათ.
რატომ მოიპარა მაფიამ „შობა“, დღემდე უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ქურდობა ფულის გამო ჩაიდინეს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 1 აგვისტოს მიქელანჯელო კარავაჯოს კიდევ ერთი ნახატი „იესო ქრისტეს შეპყრობა და იუდას კოცნა“ ოდესის მუზეუმიდან გაქრა. სურათი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ იგი ჯერაც არ არის ნაპოვნი.

კომენტარი