რომელი ცნობილი ქართველები ესწრებოდნენ აქციას მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით?

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისსა და სხვა რამდენიმე დიდ ქალაქში აქცია გაიმართა. თბილისური აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან საღამოს 6 საათზე დაიწყო და წვიმიანი ამინდის მიუხედავად ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.

როგით მოქალაქეებთან ერთად აქციას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები და შოუ-ბიზნესის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

თბილისის გარდა მსგავსი აქცია დღეს ქუთაისში, ბათუმში, ბერლინში (გერმანია) ნიუ იორკში (აშშ) და კინაში (შვედეთი) ჩატარდა. წლევანდელი აქცია საქართველოში რიგით მეორე იყო, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მსურველები ქუჩაში შარშანაც გამოვიდნენ.

ფოტოები გადაღებულია ელა ლიონიძის მიერ.

კომენტარი