კეიტ მიდლტონი აღიარებს, რომ მისი უახლოესი ნათესავები ნარკომანები, სტრიპტიზიორები და ჰომოსექსუალები არიან

ჯერ არ მიწყნარებულა საუბრები კეიტ მიდლტონისა და პირინც უილიამის პირველ კამათზე, რომ საზოგადოება სამეფო ოჯახის ახალ კონფლიქტზე ალაპარაკდა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მომავალი მეფის მეუღლის ნათესავებში, ნარკომანები, სტრიპტიზიორები და ჰომოსექსუალები ურევია.

ელიზაბეტ მეორეს ასეთი სიახლეები განსაკუთრებით აწუხებს. აღნიშნული ფაქტების შესახებ პრინცმა და ინგლისის დედოფალმა ქორწილის შემდეგ გაიგეს. კეიტ მიდლტონმა გადაწყვიტა, რომ აჯობებდა თავად ეთქვა ბიძაშვილის შესახებ, რომელიც ლონდონის ერთ–ერთ ღამის კლუბში სტრიპტიზიორად მუშაობს, ასევე ისიც, რომ კეიტის ბიძამ სასჯელი ნარკოტიკების გავრცელებისთვის მოიხადა.

ამასთანავე გაირკვა, რომ კეიტის და 17 წლიდან სტრიპტიზით არის დაკავებული. მიდლტონის ბიძა, გერი გოლდსმიტი ბოლო დროს კვლავ შეამჩნიეს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებაში. რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის მქონე კეიტის 23 წლის ძმას, მასზე პრინცესას ქმრისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ არც ეს დაფარულა საზოგადოებისგან. ალკოჰოლის მოყვარულმა ჯეიმსმა, სოციალური ქსელის საშუალებით ერთ–ერთი „ორგიის“ ფოტოები გაავრცელა. ახლა ამ სენსაციურ სურათებს მთელი სამეფო ოჯახი განიხილავს. ფოტოებზე ჯეიმსი მამაკაცს კოცნის და მამრობითი სქესის წარმომადგენლებითაა გარშემორტყმული.

ამბობენ, რომ ამ სურათებმა პრინცი საგონებელში ჩააგდო და კეიტისა და მის ქორწინებას საფრთხე ემუქრება. „ტყუილად ბრაზობს უილიამი. საქმე გაკეთებულია. სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, მანამდე უნდა გამოეკვლია კეიტის წარსული, მისი ნათესავებისა და ახლობლების ისტორიები. ახლა კი იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ როგორ შეინარჩუნოს ოჯახი და დაიცვას მსოფლიო მედიისგან.“ – ასკვნიან ბრიტანელი ჟურნალისტები.

კომენტარი