სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინელი მხატვრის ნახატი 65 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა

ჩინელი მხატვრის, ცი ბაიშის ნახატი, „არწივი კლდეზე“, პეკინის ერთ-ერთ აუქციონზე 65 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ტილოზე ასახულია არწივი, რომელიც კლდეზეა ჩამომჯდარი და გარშემო გაფორმებულია ჩინური მწერლობის ელემენტებით.

ნახატი ხელოვანმა 1964 წელს, 86 წლის ასაკში დაასრულა. აღნიშნული ნახატი, ცი ბაიშის შემოქმედებაში ყველაზე დიდი ტილოდ ითვლება. ნახატის ზომა 266 100 სანტიმეტრზეა. თანხა, რაც კერძო პირმა სურათში გადაიხადა, რეკორდულია თანამედროვე ჩინურ ხელოვნებაში.

ყველაზე ძვირადღირებული მხატვრების სამეული ასე გამოიყურება: პაბლო პიკასო, ენდი უორჰოლი და ცი ბაიში. მოცემული ინფორმაციით, 2009 წელს ცი ბაიშის ნამუშევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონებს 70 მილიონი ამერიკული დოლარი შემატა, სწორედ ამიტომ მოხვდა „ბრწყინვალე სამეულში“. რაც შეეხება ჩინური ხელოვნების რეკორდს, ცინის დინასტიის იმპერატორ ციანლუნის დროინდელ ვაზას ეკუთვნის, რომელიც 85 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, მიმდინარე წლის აპრილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100