სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკარლეტ იოჰანსონის მშობლები შვილის სასიყვარულო ურთიერთობის წინააღმდეგნი არიან

შონ პენისა და სკარლეტ იოჰანსონის ახლობლები მათ ურთიერთობას არ სწყალობენ. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას შონის ქალიშვილი და სკარლეტის მშობლები გამოხატავენ.

20 წლის დილან პენმა, რამდენიმე დღის წინ მამას გაუმხილა, რომ იოჰანსონთან მისი რომანის წინააღმდეგია,რადგან სკარლეტი მასზე სულ რაღაც ექვსი წლით უფროსია მასზე. დილანმა განაცხადა, რომ დროა მამამისი ასაკის შესაბამისად მიქცეს. აღსანიშნავია, რომ სკარლეტის მშობლებიც არ აღუფრთოვანებია შვილის ისტორიას. ისინი ფიქრობენ, რომ ხელის შემშლელი პირობა ასაკთა შორის სხვაობაა. პენი თითქმის სკარლეტის მამის ტოლია. იოჰანსონის მშობლებს შვილის ბედნიერება და, რა თქმა უნდა შვილიშვილებიც სურთ, მაგრამ თუ ვარსკვლავი შონ პენთან ურთიერთობას განაგრძობს, მოხუცების ოცნება ვერ ახდება. პენმა იოჰანსონს განუცხადა, რომ მეორე განქორწინების შემდეგ აღარც ოფიციალურად დაქორწინებას და მითუმეტეს, აღარც შვილის ყოლას აღარ აპირებს.

შონ პენი და სკარლეტ იოჰანსონი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან და სწორედ ამიტომ, სკარლეტის ფეხმძიმობაზე ხმები გავრცელდა. ამასთანავე მისი მშვენიერი ფიგურა რამდენადმე შეიცვალა. ვარსკვლავების რომანი მიმდინარე წლის იანვრის პირველ დღეებში დაიწყო და სამომავლოდ ვიხილავთ, თუ რამდენხანს გაგრძელდება იგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100