რა ღირს ქრისტინე იმედაძისა და ქეთა თოფურიას ცნობილი ფეხსაცმელი?

გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება მიიქცია Droni.ge-ს სტატიამ, ხმაურიანი სათაურით „ქრისტინე იმედაძე ქეთა თოფურიას ნახმარი ფეხსაცმელებით დადის?“ რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ქრისტინე ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელებით (Christian Louboutin Pigalle Spiked Pumps) გამოჩნდა ეკრანზე, როგორიც ქეთას არაერთხელ ეცვა სხვადასხვა კონცერტებზე. (სტატია იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=6&AID=13678 )

მართალია ამ ნიუსმა ქრისტინესა და მისი მეგობრების უკმაყოფლება გამოიწვია, მაგრამ ფაქტია აღნიშნული სტატია ერთ დღეში 8400-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, (საინტერესოა ქრისტინეს რომელიმე სიმღერას თუ უსმენს ერთ დღეში რვაათასოთხასი ადამიანი). სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ Christian Louboutin Pigalle Spiked Pumps-ის შესახებ კიდევ მოგაწოდოთ ცნობები. მისი ფასი ამჟამად ათასი დოლარიდან იწყება, თუმცა ეს ფეხსაცმელი 2013 წელს ძალიან მოდური გახლდათ და შესაბამისად რამდენიმე თვის წინ გაცილებით ძვირი ღირდა. გასულ წელს ამ ფეხსაცმელებით თავს იწონებდნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც.


კომენტარი