სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიამის პოლიციამ ჯასტინ ბიბერი დააპატიმრა

თინეიჯერების კუმირი, კანადელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი მაიამის პოლიციამ დააპატიმრა. მომღერალს საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ჯდომა და სიჩქარის გადაჭარბების ბრალდება წაუყენეს. ბიბერი სამედიცინო მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყო და ნაქირავები ლამბორჯინით მეგობრებს სიჩქარეში ეჯიბრებოდა.

როგორც ცნობილია ჯასტინი 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა იმ ტერიტორიაზე სადაც დაშვებულია მხოლოდ 50 კმ/სთ-ით მოძრაობა. გარდა ამისა პოპვარსკვლავი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომობილიდან არ გადმოდიოდა, რის შემდეგაც ის ციხეში გადაიყვანეს.

2,5 ათას დოლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ბიბერი ციხიდან გამოუშვეს, საპატიმროსთან მას ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების არმია დახვდა.

ჯერჯერობით უცნობია რა განაჩენს გამოუტანს ბიბერს სასამართლო, კანადის კანონების თანახმად მას შეიძლება მიესაჯოს: 1 წლიანი პატიმრობა, სასსოზადოებისთვის სასარგებლო შრომა, მართვის მოწმობის 6 თვით ჩამორთმევა ან ფულადი ჯარიმა. ჩამოთვლილი სასჯელებიდან, რომელს იმსახურებს ჯასტინ ბიბერი ეს კანადის სასამართლოს გადასაწყვეტია.

აღსანიშნავია, რომ პოლიციასთან პრობლემები ჯასტინ ბიბერს პირველად არ აქვს, სიჩქარის გადაჭარბება, მარიხუანა, კედლებზე ხატვა და ძვირადღირებული სასტუმროებისთვის ზიანის მიყენება, ეს ყველაფერი ბიბერისთვის უცხო არ გახლავთ და მსგავსი დანაშაულებისთვის მას ხშირად უწევს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნების პოლიციასთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100