სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შსს-ში იმატა "კომპიუტერის მცოდნე" მეზობლის ბავშვების რიცხვმა" - სალომე ბარკერი სკანდალურ თემას შეეხო

სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით ხუმრობები ბოლო პერიოდში ალაგ-ალაგ შეიმჩნეოდა, თუმცა ასე ვრცლად ჯერ არავის უსაუბრია იმაზე, რასაც დღეს ტელეწამყვანმა სალომე ბარკერმა ვრცელი პოსტი მიუძღვნა. სალომე ფეისბუქ სტატუსს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იმატა "კომპიუტერის მცოდნე" მეზობლის ბავშვების რიცხვმა, რომლებმაც ვინდოუსის გადაყენებასთან ერთად, ფეისბუქზე მესიჯების გაგზავნაც დაამუღამეს და კლუბურ აქტივობაში შემჩნეულ ან/და დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის მომხრე ადამიანებს ანონიმური პროფილებით მესიჯებს უგზავნიან, რასაკვირველია, ნარკოტიკების შეთავაზებით.

მათ შორის არის შემდეგი მესიჯები:

1. გასატესტად 3-5 კაცის ზახოდი მარიხუანას შეთავაზება - არასწორია, გასატესტად უნდა შესთავაზოთ მაააქსიმუმ 2 კაცის მოსაწევი, და არა ზახოდი, არამედ "ჩაყრა".

2. მესიჯი ვითომ უცხოელი ქლაბერისგან - "ჰელოუ, აი ემ გოუინგ თუ ნაითქლაბ მტკვარი (ქენთ ივენ პრონონს ე ნეიმ)))) " - არასწორია, ფბ-ზე მესიჯის წერის დროს "მტკვარზე"-ს გამოთქმა, ანუ იგივე პრონონსი არ სჭირდება, არცერთი "უცხოელი" არ დახარჯავს დროს იმის ახსნაზე, რომ თურმე "მტკვარზე"-ს სწორად ვერ ამბობს, მაშინ, როცა კლუბის სახელი შეუძლია დააკოპიროს პირდაპირ ფეისბუქიდან. იმეცადინეთ მეტი "ანდერქავერ" მუშაობაში და პრონონსის მაგივრად გამოიყენეთ type. (ბეჭდვა)

3. ვითომ დაშიფრული მესიჯი ვითომ უცხოელი ქლაბერისგან - "სად ვიშოვო ჩარლი ან მოლი?" - ვაი, ვაი! წარმატებით დაგიგუგლავთ "100 Top nicknames of drugs" და ნარკოტიკების ყვეეეეელაზე გავრცელებული (და შესაბამისად არავინ რომ არ იყენებს) ზედმეტსახელები გისწავლიათ. ყოჩაღ (y)

4. "gaumarjos! mwvane ginda dsma?" - კარგით თქვეჩემა, კარგით! :D

პ.ს. რასაკვირველია სრულიად ამაზრზენი და სამარცხვინო რომ არის შსს-ს ეს "ნოვატორული" პრაქტიკა, ამაზე არ მოგაცდენთ, მჯერა, რომ ისედაც იცით. „ - წერს ბარკერი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100