სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლი მეშვიდე შვილის დედა აღარასდროს გახდება

ყოველი ახალი შვილის შეძენის შემდეგ, ჯოლის სვირინგს ახალი ხაზი ემატებოდა. თაყვანისმცემლები კი მეშვიდე ხაზმა გააოგნა, რადგან ჯოლი–პიტის ახალ ოჯახის წევრზე საუბარი არ არის. ამის გამო, კანის კინოფესტივალზე ჟურნალისტებმა ანჯელინას ერთი კითხვა დაუსვევს: „სად, რომელ ქვეყანაში აპირებს ბავშვის შვილად აყვანას?“ რადგან ძლიერ გამხდარი ჯოლი, ფეხმძიმეს არ ჰგავდა.

„თუ თქვენ იცით, რომ აღნიშნული სვირინგი ჩემი შვილების დაბადების ადგილის კოორდინატებს შეიცავს, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ მეშვიდე ხაზი ბრედის დაბადების ადგილს აღნიშნავს. მეშვიდე შვილის აყვანას კი აღარ ვაპირებ.“–აღნიშნა ჯოლიმ

სვირინგ–სერიალი დასრულებულია და ჰოლივუდური ოჯახის მეგობრების თქმით, იგი ოჯახური ერთსულოვნებისა და ერთიანობის აღმნიშვნელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100