სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კეიტ ჰოლმსი აცხადებს, რომ ფეხმძიმედ არ არის

ნიუ–იორკის ერთ–ერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში შენიშნეს. ვარსკვლავს შესამჩნევად მრგვალი მუცელი ჰქონდა. როგორც გაირკვა, კეიტი სამი თვის ფეხმძიმეა. ერთ–ერთ ამერიკულ გამომცემლობას ჰოლმსმა განუცხადა, რომ მეორე შვილს ელოდება.

მიუხედავად ამისა, ჰოლივუდის ვარსკვლავის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ვარსკვლავი ორსულად არ არის და სურათები გაყალბებულია. მეორეს მხრივ, ჟურნალის რედაქტორი, რომელმაც სურათები გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ ისინი „ფოტოშოპში“ დამუშავებულ სურათებს არასდროს ავრცელებენ და აღნიშნული ბრალდება საფუძველს მოკლებულია.

შესაძლოა ტომ კრუზსა და მის მეუღლეს არ სურთ საზოგადოებას მეორე შვილის შესახებ შეატყობინონ, მაგრამ მალე გაზრდილი მუცლის დამალვა სრულიად შეუძლებელი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100