პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი უკვე მშობლები გახდნენ

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინების თემა, მსოფლიო პრესის ფურცლებზე აქტუალობას კვლავ არ კარგავს. მას შემდეგ, რაც უილიამი ცოლისდამ შეარცხვინა, საუკუნის ქორწილის მორიგი სკანდალი, წყვილს შორის ჩხუბი იყო.

უილიამმა თავისი სამხედრო კარიერის გახანგრძლივება ორი წლით გადაწყვიტა, რასაც ჯერ კიდევ პატარძალ ქეითის განაწყენება მოჰყვა.

ევროპაში პროცესები სწრაფად ვითარდება, მაგრამ მოვლენების ასეთი ტემპით განვითარებასაც ნამდვილად არ ელოდა მსოფლიო აუდიტორია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენიმე დღის შეუღლებულ წყვილს, პირველი შვილი უკვე ჰყავთ. ქეითი და უილიამი მშობლები გახდნენ – წყვილმა პინგვინი იშვილა. ოღონდ, სამეფო ოჯახის „წევრი“, ბუკინგემის სასახლეში არ იცხოვრებს. ამის მიზეზი მარტივია – ის პინგვინია.


რადგან საზოგადოების აზრი, ყველა მმართველისთვის გასათვალისწინებელია, ახლადშეუღლებულემა გადაწყვიტეს, „ხალხის ხმას“ მიჰყვნენ. პინგვინის შვილად აყვანასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩატარდა. ერთ–ერთი ბრიტანული ზოოპარკის ადმინისტრაციამ, მომხმარებელს მიმართა კითხვით, თუ რომელი ცხოველი შეიძლება გახდეს სამეფო წყვილის შვილობილი.

ქალაქ ჩესტერის ზოოპარკის საიტზე კი, მოსახლეობამ საკუთარ კანდიდატურად პინგვინი წარადგინა. პინგვინის სასარგებლოდ ხმა მომხმარებლების 20%-მა მისცა. მეორე ადგილზე ჟირაფი გავიდა. მესამეზე კი აფთარი.

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საჩუქარი უკვე მიიღო. მათ ზოოპარკის საიტზე შესაბამისი ფორმა შეავსეს. ახლა პატარა პინგვინს სამეფო წყვილი მეურვეობს.

კომენტარი