სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკარლეტ იოჰანსონი და შონ პენი „გაშიფრეს“

შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელი, მსოფლიო შოუ–ბიზნესისათვის ნაყოფიერია – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ყვითელ სამყაროს, მალე კიდევ ერთი პატარა შეემატება. სკარლეტ იოჰანსონი ფეხმძიმედაა. დასავლეთის პრესისთვის აღარ არის დამალული სკარლეტ იოჰანსონისა და შონ პენის ურთიერთობა.

წყვილი ჟურნალისტებს კარგა ხანს უმტკიცებდა, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართო, მაგრამ იოჰანსონის წამოზრდილმა მუცელმა, ყველაფერი ნათელი გახადა.

ამერიკულმა „ფიფლმა“ ორიოდე დღის წინ წყვილი დილის ვარჯიშის დროს დააფიქსირა. ფოტოზე კარგად ჩანს იოჰანსონის მომრგვალებული მუცელი. ეჭვი არ არის, რომ ვარსკვლავი ორსულადაა.

ჟურნალისტებს ორივე უმტკიცებს, რომ ისინი „ძველი მეგობრები“ არიან, მაგრამ მათ არავინ უჯერებს, რადგან ეს „ძველი მეგობრობა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პაპარაცებმა შონ პენს სურათი მაშინ გადაუღეს, როცა ის სკარლეტს სასტუმრო „შატო მარმონში“ შეხვდა და იქიდან მხოლოდ მეორე დღეს გამოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100