SOS!!! სოიოს პროდუქტები მომაკვდინებელ დაავადებებს იწვევს - მეცნიერების საგანგაშო დასკვნა

სამეცნიერო კვლევების თანახმად, სოიოზე დამზადებული საკვების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კიბო.
ბოლო რამდენიმე წელია, სოიოს აქტიურად გამოიყენებენ საკვებში, თუმცა, ფრანგი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სოიოს საკვები შესაძლოა იმდენად საშიში იყოს, რომ კიბოც კი გამოიწვიოს, ამიტომ მასთან მეტი სიფრთხილეა საჭირო.

Health.News- ის თანახმად, UFC-Que Choisir-ის ფრანგული სამომხმარებლო ჯგუფის მკვლევარებმა განგაშის ზარი მას შემდეგ შემოჰკრეს, რაც სოიოზე დამზადებული 55 სხვადასხვა პროდუქტი გამოიკვლიეს, მათ შორის მზა კერძები, სასმელები, დესერტები და სოუსები. წარმოდგენილ ზოგიერთ ნიმუშში, ერთ სერვისში შემავალი ფიტოსტროგენების რაოდენობამ ხუთჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ ნორმას.

- სოიოში ნაპოვნი ფიტოესტროგენები ცნობილია, როგორც იზოფლავონები და ისინი სხეულში მოქმედებენ, როგორც ესტროგენები. ითვლება, რომ მათ ჰორმონალური ფონის მოშლა შეუძლიათ, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფიერების პრობლემები და კიბოს პროვოცირებაც კი. ახალი კვლევა აჩვენებს სოიოს პროდუქტებში მათ შემზარავ მაღალ საშიშროებას - ნათქვამია გამოცემაში.

მეცნიერები საზოგადოებას მოუწოდებენ, თავი აარიდონ სოიოზე დამზადებულ პროდუქტებს. ისინი ასევე მოითხოვენ საფრანგეთის სურსათის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სააგენტოსგან (ANSES), გადახედონ სოიოს მოხმარების სტანდარტებსა და "მიიღონ ზომები" აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტირებისთვის.

მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ სოიოს ნათესები ჰერბიციდებით არის გაჟღენთილი. ყოველივე ზემოთ თქმულის გარდა, სოიოს შემადგენლობაში შემავალმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, შეამცირონ სხეულის მიერ რკინის, მაგნიუმის და კალციუმის შეწოვა და შეაჩერონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზი, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და ჰიპოთირეოზის პროვოცირება.

კომენტარი