შეიწირა თუ არა სექსმა რაფაელი - მითი და სინამდვილე

იტალიაში სიყვარულის სარეცელზე გარდაცვლილ მამაკაცებს უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ სიტყვებით: „მოკვდა რაფაელივით". არსებობს მითი, რომ სახელგანთქმული მხატვარი 37 წლის ასაკში სექსუალური ურთიერთობის სიჭარბისაგან გარდაიცვალა.

აღორძინების სამ ტიტანს შორის, მშვენიერი გარეგნობის რაფაელი, ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოსთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად მამაკაცურად გამოიყურებოდა, მაგრამ - ინებეთ პარადოქსი: საქმეში თუ ჩავიხედავთ, ამ ცნობილი სამეულიდან სწორედ ის იყო ჭეშმარიტი მამრი. ვიდრე ლეონარდო „მეგობრობდა" მოსწავლეებთან, ხოლო შრომისმოყვარე მიქელანჯელო საერთოდ არ იმჩნევდა გარშემო არავის, რაფაელ სანტი ქალს არ ტოვებდა უალერსოდ. მაგრამ ყველა ქალს შორის რაფაელს ჰყავდა ერთი გამორჩეული სატრფო - ხაბაზის ქალიშვილი მარგარიტა ლუტი, მეტსახელად „ფორნარინა" („მეფუნთუშე").

ფორნარინას ანგელოზებრივი გარეგნობის გარდა მხატვარს ხიბლავდა მისი კოხტად ნაზარდი ძუძუები. რადგანაც მარგარიტას კერძო მფლობელობისათვის გოგონას მამისათვის რაფაელს საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა გადახდილი (50 ოქროს დუკატი), მის მკერდს თავის საკუთრებად თვლიდა და არ სურდა, რომ სხვებსაც სრულყოფილად ეხილათ მისი ეს სიმდიდრე. ამიტომაც, ხატვის დროს ფორნარინას ძუძუებს უპატარავებდა.

როგორც იტალიელი ისტორიკოსები ირწმუნებიან, სწორედ ამ მოყვარულმა მამოლოგმა შემოიტანა სექსუალური ურთიერთობის ფორმა მკერდთან სიახლოვით (ე.წ. „ tits rape") და თუ მათ ბოლომდე დავუჯერებთ, სწორედ მსგავსი საქმიანობისაგან არაქათგამოცლილს ამოხდომია სული. ეს არის რაფაელის დაღუპვის პირველი ვერსია, რომლის სახეცვლილი მოდიფიკაცია, მხოლოდ ჩვეულებრივ კოიტუსს გულისხმობს, „tits rape"-ის ნაცვლად. სწორედ ამ ვერსიებს შეესატყვისება სიტყვები: „მოკვდა რაფაელივით", რაც, სხვათა შორის, ბედნიერი სიკვდილის სინონიმიც არის წარმომთქმელის წარმოდგენაში. და მაინც, ეს ვერსია ახლოა მითთან.

სინამდვილესთან კი ყველაზე ახლოა რაფაელის სიკვდილის მეორე ვერსია, რომელიც ზემოთ მონათხრობისაგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი და ძალიან ლამაზი რაფაელი ხატავდა კედელს რომის ფორნეზინოს სასახლის ცენტრალური გალერეისათვის. მას უკვე დახატული ჰქონდა ორი ფრესკა: „სამი გრაცია" და „გალათეა". მესამე ფრესკისთვის - „ამურისა და ფსიქეასათვის" ვერაფრით შეარჩია მენატურე. ერთხელაც, პარკში სეირნობის დროს დალანდა მშვენიერი გოგონა და ამ გოგონამ ყველა და ყველაფერი დაავიწყა - მან იპოვა თავისი ფსიქეა! სთხოვა გოგონას პოზირება და სეანსის დასასრულს აჩუქა ოქროს ყელსაბამი. რაფაელმა გოგონას მამას გადაუხადა სამი ათასი ოქრო და მარგარიტა ლუტი რომში წაიყვანა.

რომში რაფაელმა გოგონას მოსამსახურეები აუყვანა, აავსო საჩუქრებით, მორთო და მოკაზმა. მარგარიტა კი სულ მეტსა და მეტს მოითხოვდა. ქალის ჭირვეულობების დაკმაყოფილების მოსურნე რაფაელი ვეღარ იცლიდა სამუშაოსთვის, მაშინ, როდესაც შემკვეთი, ცნობილი დიდებული აგოსტინო ჩიგი დაბეჯითებით ითხოვდა ნამუშევრის მალე დამთავრებას. მან შეყვარებულებს თავის სასახლეში ცალკე ოთახიც კი გამოუყო, რომ რაფაელს საქმე დაეჩქარებინა.

სასახლეში ამ დროს გამოჩნდა მარგარიტას ყოფილი საქმრო - მწყემსი თომაზო. აღშფოთებული თომაზო მუქარით სავსე წერილებს სწერდა მარგარიტას. გოგონამ, მუქარის შიშით, დახმარებისათვის ჩიგის მიმართა და, როდესაც ჩიგიმ ეს საქმე მოუგვარა, მადლიერების ნიშნად მარგარიტამ საკუთარი სხეული მიუძღვნა მას. ვიდრე გვერდით ოთახში რაფაელი მუშაობდა, მარგარიტა ჩიგისთან ერთობოდა, ხოლო მერე ესეც აღარ იკმარა და ახლა რაფაელის თანაშემწე აცდუნა. თანდათან მარგარიტას გაუტკბა ცდუნებები და რაფაელი უკვე ხშირად ხედავდა, როგორ ბრუნდებოდა ფორნარინა დილაობით დროსტარებების შემდეგ. მხატვარი სიტყვით არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ სულიერად იტანჯებოდა - დადნა, ჩამოხმა და ექიმებმა დაუსვეს „ორგანიზმის განლევის, გამოფიტვის" დიაგნოზი. მიზეზი კი მის მოწონებულ მენატურეს უკავშირდებოდა - მან იცოდა ფორნარინას ღალატის შესახებ - ის ამბავი, რომ ფორნარინა გახდა ერთი ყველაზე უფრო გარყვნილი კურტიზანი რომში, თუმცა აგრძელებდა მის ხატვას: ისევ იყენებდა მოდელად ნახატებისათვის, ცდილობდა ქალის გონზე მოყვანას, ელოდა რომ მისი სიყვარული გადაწონიდა... მაგრამ ვერ მოესწრო - ვერ გაუძლო მისმა ნატანჯმა გულმა. რაფაელი გარდაიცვალა თავის დაბადების დღეს - 1529 წლის 6 აპრილს. ის მხოლოდ 37 წლისა იყო. იგი დაკრძალეს პანთეონში, იტალიის ყველაზე ცნობილ ადამიანთა შორის.

რაც შეეხება მარგარიტას, რაფაელის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ მასზე და მას მოუხდა გაქცევა მამასთან. იქ მას დახვდა მწყემსი თომაზო, რომელსაც საპყრობილეში გაეტარებინა 5 წელი. მის დანახვაზე მარგარიტამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა - მკერდი მოიშიშვლა და სცადა მისი ცდუნებაში აყოლიება. თომაზომ მიწიდან გოროხი აიღო, ესროლა და გაეცალა...მარგარიტა ლუტიმ ცხოვრება მონასტერში დაასრულა.

კომენტარი