„ყველაფერი ერთფეროვანი, ნაცრისფერი და უიმედო გახდა“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ პანტომიმის თეატრის მსახიობ, გიორგი ტიელიძესთან

გიორგი ტიელიძე, ახალგაზრდა უნიჭიერესი მსახიობია, რომელიც პანტომიმის თეატრში მოღვაწეობს. მის მიერ შექმნილმა ჩარლი ჩაპლინის პერსონაჟმა, მაყურებლის და განსაკუთრებით ბავშვების გული მოიგო. მსახიობი დრონი.ჯი-ს მის განვლილ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

-საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ გიორგი ტიელიძე, მოგვიყევი შენს შესახებ. რა გზა გაიარე იმისთვის, რომ პანტომიმის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ყოფილიყავი?

- მე ვარ გიორგი ტიელიძე, 34 წლის, პატომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მთელ ცხოვრება ვოცნებობდი გავმხდარიყავი მსახიობი და 2002 წელს ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, პანტომიმის სპეციალობით. მხვდა პატივი ვყოფლიყავი მაესტრო ამირან შალიკაშვილის მოწაფე. ოთხი წლის განმავლობაში დავეუფლე ამ სასწაულ და ურთლეს ხელონებას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, პანტომიმის სახელწიფო თეატრი გახდა, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და ჩემი მეორე სახლი. ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა და მხვდა პატივი მეთამაშა თითქმის ყველა სპექტაკლში, რაც კი დაიდგა ჩვეს თეატრში. აქვე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ორი თვის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 79 წლის ასაკში, გარდაიცვალა გამოჩენილი რეჟისორი, მსახიობი, ქართული პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი და პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი. მაესტრო, რომელმაც შემაყვარა მსახიობის ოსტატობა, შემაყვარა თეატრი და მასწავლა ყველაფერი თეატრის ცხოვრების შესახებ. „მე ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი, რომ ჩემი აღმზრდელი რეჟისორი იყავით წლების განმავლობაში და მერგო პატივი თქვენთან ერთად ვმდგარიყავი სცენაზე. თქვენ მაჩუქთ 16 წლიანი ზღაპრული შემოქმედებითი ცხოვრება და საქართველოს დაუტოვეთ პანტომიმის ჟანრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი. მთელი ცხოვრება ვიამაყებ თქვენთან გატარებული ყოველი დღით“.

ასევე ორი კვირის წინ გარდაიცვალა ჩემი შემოქმედებითი დედა, პანტომიმის თეატრის აქტრისა, შესანიშნავი პედაგოგი და რეჟისორი ბატონი ამირან შალკაშვილის მეუღლე, ქალბატონი კირა მებუკე. ასეთი სიყვარული მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს. ასე უყვარდათ საქართველოში კირა მებუკეს და ამირან შალიკაშვილს.

- რას ქრობ, თანამედროვე, ქართულ, კინოსა და თეატრზე? გაქვს თუ არა რაიმე სახის შენიშვნა?

- ქართული თეატრი და კინო - მე ამით გავიზარდე და ვსაზრდოობ. ეს, ის უნიკალური სამყაროა, რამაც გადამაწყვეტინა პროფესით მსახიობი გავმხდარვიყავი. ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბერი ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს, რომლებიც ქმნიან შედევრებს. რაც შეეხე შენიშვნას ეს უკვე კრიტიკოსების საქმეა.

- როგორ ფიქრობ, საქართველოში ეძლევა თუ არა საშუალება მსახიობს თავისი ნიჭი სრულად წარმოაჩინოს?

- ძალიან რთული კითხვაა. ჩემი აზრით, თუ შრომობ და მუშაობ საკუთარ თავზე, განითარებაზე, თუ გაქვს იღბალი, გაგიმართლა და საჭირო დროს საჭირო ადგლას აღმოჩნდი, ამის საშუალება ეძლევათ, რადგან ძალიან ბერი ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობი გვყვას, რომლებიც გვაოცებენ სამსახიობო ოსტატობით, როგორც თეატრში, ასევე კინოსა და სერიალებში. მთავარი მანც ღმერთის ნაჩუქარი ნიჭია, მელიც არსად ისწავლება და რა თქმა უნდა შრომა...

- ხარ თუ არა შეყვარებული და რას ნიშნავს შენთვის სიტყვა - “სიყვარული”?

- არ ვარ შეყვარებული და დიდი ხანია არ მყოლია შეყვარებული, მაგრამ ვარ სიყვარულზე შეყვარებული! სამყაროში არსებული ყველაფერი დადებითი და ლამაზი მიყვარს! ეს არის ჩემთვის სიყვარული.

- შენ ყველაზე წარმატებული როლი.

- ჩარლი ჩაპლინის როლი. მე ის ძალიან მიყვარს.

- რა გეგმები აქვს მსახიობ გიორგი ტილიძეს სამომავლოდ?

- ცხორებაში ყველაზე რთული პერიოდი მაქვს, როცა არ ვიცი რა მინდა! ყველაფერი ერთფეროვანი, ნაცრისფერი და უიმედო გახდა! ძალიან ერი "რამ" და "მაგრამ" არსებობს, ის გამოც აღმოვჩნდი ამ მდგმარეობაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გადაივლის. ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული.(იცინის) ერთადერთი რაც ძალიან მინდა, ეს რის ქალაქგარეთ მქონდეს საკუთარი სახლი, აუზით, პალმებით, ვარდების ბაღით. ასევე სიამოვნებით ვიყოლიებდი ცხენებს და ძაღლებს.

კომენტარი

×