სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ღმერთო, ამ ზამთარს რა გაუძლებს გაზაფხულამდე" - შეყვარებულ ქალბატონებს ეს ლექსი მოეწონებათ

ჩაკეტავს მალე ეს ზამთარი ყველა შესასვლელს,
და აპრილამდე სულში სითბოს რაღა შეავსებს...
აიბუზება თოვლისფერი სევდა კარებზე,
...დაეკიდება თეთრი ცრემლი გრძელ წამწამებზე.

მოედებიან მოფარფატე ფიფქები არეს,
ჩამოღვრემილი სარკმელიდან გახედავ ღამეს.
სიჩუმეც, გრძელი ზამთარივით უტყვი გახდება,
და გაზაფხულის დადგომამდე არც რა ახდება.

დაიწერება ფიფქებივით თეთრი ლექსები,
უსასრულობას გაგიჟებად ამოევსები.
დარაბებს შიგნით გადაწვება ნატვრა სულამდე,
ღმერთო, ამ ზამთარს რა გაუძლებს გაზაფხულამდე.

/ნანა მეფარიშვილი/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100