სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლ მაკარტნიმ ნიუ-იორკის ტერაქტების ათი წლისთავთან დაკავშირებით, ფილმი გადაიღო

პოლ მაკარტნიმ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტების ათიწლისთავს ეძღვნება. აღნიშნული ინფორმაცია გამომცემლობა „The Daily Telegraph“-მა გაავრცელა.

დოკუმენტური ფილმის სახელწოდებაა, „The Love We Make“ და იგი სიმღერის, „The End“-ის ტექსტის ერთ-ერთი ფრაზაა. ტერაქტების შემდეგ, მაკარტნიმ ორგანიზება გაუწია, „კონცერტს ნიუ-იორკისთვის“. რომელიც საქველმოქმედო აქცია იყო და 2001 წლის 20 ოქტომბერს შედგა. „The Love We Make“ კი, საზოგადოებას აღნიშნული კონცერტის მზადების შესახებ მოუთხრობს.

მაკარტნის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს, დევიდ ბოუიმ, მიკ ჯაგერმა, კიტ რიჩარდსმა, ერიკ კლაპტონმა, ელტონ ჯონიმ და Jay-Z-მ. ჩამოთვლილი შემსრულებლები ფილმშიც იღებენ მონაწილეობას. ასევე, სურათში შევიდა ეპიზოდები, ლეონარდო დი კაპრიოს, სტივ ბუშემის, ჰარისონ ფორდის, ბილ კლინტონისა და სხვა ცნობილი სახეების მონაწილეობით.

ფილმი მოიცავს ფრაგმენტებს, სადაც მაკარტნი ნიუ-იორკის მოსახლეობას ესაუბრება. ასეთი ეპიზოდები ქალაქის ქუჩებში გადაიღეს. ფილმს, „The Love We Make“–ს, მაყურებელი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს შეაფასებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100