დღეიდან მოსკოვში კახაბერის და ხანუმების მასობრივი პოპულარიზაცია მოხდება

დღეს საღამოს, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ „comedy woman“ ქართველ მუსიკოს კახაბერ ცისკარიძესთან ერთად გავა, რომელიც გადაცემაში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დრონი.ჯი თავად კახაბერს გაესაუბრა.

„ეს გადაცემა სექტემბერშია ჩაწერილი, დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე გავა ეთერში.

როგორც აღმოჩნდა რუსეთში ჩვენი ჯგუფი ვიწრო, მაგრამ მნიშვნელოვან მუსიკალურ და ზოგადად შემოქმედებით წრეში საკმაოდ პოპულარული ყოფილა. დღეიდან მასობრივი პოპულარიზაცია მოხდება.

სხვათაშორის „comedy woman“-ში პირველად მიიწვიეს 10 წლის განმავლობაში არტისტი. აქამდე არავინ ყოფილა გადაცემაში„ - განაცხადა კახაბერმა დრონისთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ უცხოელების სიყვარულისა და ახლა უკვე რუსული პერსპექტივების გამოჩენის მიუხედავად მომღერალი სამშობლოს დატოვებაზე არც კი ფიქრობს.

„მე საქართველოდან არ წავსულვარ მიუხედავად იმისა რო კომპანია დამიყადაღეს უკვე მესამე წელია. მართალია სულ გასტროლებზე ვართ, მაგრამ სამუშაოდ საქართველოზე კარგი ადგილი არ ვიცი მე, შემოქმედების თვალსაზრისით“ - ამბობს კახაბერი.

ცნობისთვის „comedy woman“- ის ხელმძღვანელი, იუმორისტი ნატალია ეპრიკიანი თბილისში დაბადებული და გაზრდილი სომეხია. კახაბერის თქმით ამ ქალბატონს ჩვენი დედაქალაქი ძალიან უყვარს.

„გადაცემაში გამოაცხადა ჩემი მეგობარი ჩამოვიდა საქართველოდანო და ა.შ. უყურეთ დღეს და ნახავთ, მაგარი გადაცემაა, უკვე ოქროს არქივში შევიდა“ - განაცხადა ცისკარიძემ დრონისთან საუბრისას.

კომენტარი