სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტოობა ასე ზუსტად არცერთ პოეტს არ აუღწერია

ტრაგედიაა და უფრო მეტიც,

რომ არავინ მყავს. მიატოვოს

საქმე ან დასვენების საათი,

როცა ვთხოვ,

როცა ეს აუცილებლად დამჭირდება

როცა არაფერი მიზეზი და მაინც

გამომყვეს გარეთ, წვიმაში, ქარში

ანდაც მოწმენდილი ცის ქვეშ სადმე

სკვერში, ტბის პირას, ზღვასთან ახლოს,

ან შორს ყველასაგან.

დაჯდეს და მისმინოს

დაჯდეს და მეკამათოს

დაჯდეს და მითხრას: ''არ იდარდო, მეც''

იაროს...

ხელის გადახვევა არ მიყვარს,

არც შემოხვევა, არც რაიმე ისეთზე ვგიჟდები,

გარდა სულიერი კონტაქტისა.

მჭიდროდ

გულღიად

უკომპლექსოდ

ვალდებულების გარეშე

უსიყვარულობის გარეშე

ძალით მომღიმარი სახის გარეშე.

ტრაგედიაა და უფრო მეტიც

რომ არ მყავს ადამიანი, რომელიც

ახლა გამაჩერებს და მეტყვის

''გრცხვენოდეს ამ სიტყვების

მე ხომ გყავარ, რად მივიწყებ'' ?!

მაგრამ მსგავსი არაფერი,

მე შემიძლია ეს, დაუსრულებლად ვწერო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100