მე არ ვარ ევა, მაგრამ ვარ ქალი...

შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი
და ეს ხომ ჩემს თვალში დიდი ნაკლია.
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი.
მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია...

ხუმრობა იქით, მეც შემიყვარდა
მოშორებული ჩემს სხეულს ძვალი...
ყველა ნეკნს დავთმობ, იმ ერთის გარდა,
რომლაც ღმერთმა უწოდა ქალი...

მე არ ვარ ევა, მაგრამ ვარ ქალი
და ეს ხომ ჩემთვის დიდი მადლია...
გპასუხობ, ვიცი მაქვს შენი ვალი.
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია...

მაგრამ მერწმუნე, ამ მადლთან ერთად
ქალობა თვითონ ჩემი ნაკლია...
ვპოვე კი სწორედ ის მამაკაცი,
ვისაც ჩემს გამო ნეკნი აკლია...

და თუ ვერ ვპოვე, მაშინ ხომ მხოლოდ
უწყის უფალმა რაც მე მაკლია...
ჩემი ტკივილიც იცის იესომ
და ჩემი თმენაც მისგან მადლია...

ამ ქვეყნად არცერთ კაცს არ აქვს ძალა,
რომ აიტანოს ქალის წუხილი.
მხოლოდ უფალმა იცის და უწყის...
მას ესმის ჩემი სულის კივილი...
მადლობა მას ერთს, რომ მომცა ძალა
მატარებინოს ჩემი ნაკლი
და სიყვარულის დიადი გრძნობის
თუნდ გულში მხოლოდ შენახვის მადლი...
და თუ ეს ჩემთვის ადვილი გახდა
ამ ქვეყნად თუნდაც ყველაფერს დავთმობ
რწმენის, სიკეთის და უფლის გარდა...

კომენტარი