სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოსაოცრებები აშშ-დან - პლანეტის უსახურობა კოსმოსთან შედარებით

ფოტოგრაფი ბრეტ ვებსტერი ერთი ფოტოაპარატით საოცრებებს ახდენს: მშობლიური, იუტას შტატის ერთ-ერთ ნაციონალურ პარკში იგი ღამეულ ცას იღებს ამ პარკის თავზე და ფოტოებზე ისახება კოსმოსისთვის დამახასიათებელი, აუხსნელი წესრიგი, ის, რასთან შედარებითაც ჩვენი პლანეტა უსახურ წარმონაქმნად მოჩანს. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ამ უნიკალურ ფოტოებს, რომლებიც აღტაცებას მოგგვრით...

„მე ძალიან მომწონს იუტას უდაბნო, მუდამ აღტაცებას მგვრიდა ეს პარკი და მისი კანიონები“, - ამბობს ბრეტი, რომელიც 27 წლის მანძილზე რაკეტისტად და პროპელერების სპეციალისტად მუშაობდა კომპანია «Northrop Grumman»-ში.

ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ბრეტი ამ საქმით, სულ სამი წელია, დაკავებულია. „მე სამი წლის წინ ავიღე ჩემი ცოლის ფოტოაპარატი და ახლა წელიწადში რამდენჯერმე მივდივარ იუტას პარკში, რათა გადავიღო“, - ამბობს იგი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100