სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე არავინ მყავს - ამ ლექსში საკუთარ თავს ბევრი ამოიცნობს

მე არავინ მყავს,
ვინც ყოველ წამს
ჩემი ამოსუნთქვის ტალღებს ელოდება.

მე არავინ მყავს,
ვისაც მზად აქვს მაჯები,
რომ
ნებისმიერ წამს სისხლი გადამისხას.

მე არავინ მყავს,
ვინც გულს გადამინერგავს
და
არ გამიმხელს ვინაობას.

მე არავინ მყავს,
ვისთვისაც ყველაფერი ვიქნები.

მე არავინ მყავს,
ვინც შუაღამით გამაღვიძებს,
იმისათვის
რომ
მკითხოს,
მძინავს თუ არა.

მე არავინ მყავს,
ვინც მოვა და მეტყვის -
გუშინ დამესიზმრე.

მე არავინ მყავს,
ვისთანაც ბოლომდე თავისუფალი ვიქნები.

თუმცა მე მყავს ხალხი
რომელთაც ვუყვარვარ
და
სანაცვლოდ სიყვარულს მთხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100