ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა

უშენოდ არ მინდა, ფოთლები გაყვითლდა,
ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა,
მერე ხმა დაირხა,ქალაქი აყვირდა,
ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა.

ამდენი სიცრუე,სიყალბე არ მინდა,
ამ აურზაურში ცხოვრება გავიდა,
ვიღაცა ავიდა, ვიღაცა ჩავიდა,
ვიღაცამ ცხოვრება დატოვა,წავიდა.

ვინც რჩება, არ ნაღვლობს, ის ჩივის თავიდან,
დრო კურნავს ყველაფერს, ამართლებს თავის გზას,
ჭაღარა გამიჩნდა,რითმები გამიწყდა
და აქ შევჩერდები,დავიწყებ თავიდან.

უშენოდ არ მინდა,ფოთლები გაყვითლდა,
ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა
და მერე ხმაც დაირხა,ქალაქი აყვირდა,
ლამაზ ქალს ვიღაცამ სიყვარულს დაპირდა.

კომენტარი