ლექსი, რომელიც ვნებასა და სიყვარულს მოგაწყურებთ

(შეშლილი მარშალი...)

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე

ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი

და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე

სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,

პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,

დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება

ჩურჩულზე დაბალი, მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,

ჟინმოწყურებული ამბორის ამალით.

აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,

უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,

გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.

საყვარელს უთხარითნ"მე ეხლა რომ გიმზერ,

რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,

შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,

ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ,

რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო

იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თქვენ აჩენთ.

შერწყმას თუ მოგინდა, ალერსი მოქაჩო,

ხუმრობით ბავშვურად, ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,

მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,

გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,

საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!

კომენტარი