სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რეალმა“ მაურინიოს კონტრაქტი გაუგრძელა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის „რეალმა“ მაურინიოს კონტრაქტი 2016 წლამდე გაუგრძელა.

„სამეფო კლუბი“ 2011/2012 წლების ესპანეთის ჩეპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი მარცხი განიცადა და მიუნხენის „ბავარიასთან“ დამარცხდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „რეალისა“ და მაურინიოს თანამშრომლობა 2016 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

პორტუგალილემა პროფესიონალმა მადრიდის „რეალში“ საკუთარი კარიერის გაგრძელება 2010 წლიდან დაიწყო. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება მაურინიომ ვერ შეძლო. მისი დაუძინებელი მოქიშპე მუდამ „ბარსელონა“ გახლდათ, თუმცა მიმდინარე წელს „რეალმა“ „ბარსელონას“ უკანჩამოტოვება მოახერხა და ესპანეთის ჩემპიონიც გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100