სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ გააცამტვერა - 5:0 (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

პირველი გოლი მე-9 წუთზე დავიდ ვილიამ გაიტანა. ექვსი წუთის შემდეგ ანგარიში გაიზარდა - გოლი საკუთარ კარში მირანდამ შეაგდო. ამის შემდეგ კი საქმეში შეუჩერებელი ლეონელ მესი ჩაერთო და 26, 78 და 90-ე წუთებზე გატანილი გოლებით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამჟამად კატალონიელებს 5 თამაშიდან 11 ქულა დაუგროვდათ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, უსწრებენ რა ბურთების სხვაობით „სევილიას“.

დღევანდელ შეხვედრაში „ბარსელონამ“ ამ შემადგენლობით იასპარეზა: ვალდესი, დენი ალვესი, ბუსკეტსი (პიკე,54), მასკერანო, აბიდალი (მასკველი, 81), ალკანტარა, ხავი, ფაბრეგასი (კეიტა,72), პედრო, მესი, ვილია.

Barcelona 5-0 Atletico Madrid by goalsarena2011

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100