ბორჯღალოსნები ინგლისთან შერკინებისთვის ემზადებიან

საქართველოს მორგაბეთა ნაკრები შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ ინვერქარგილიდან დანიდინში გაემგზავრა და ინგლისთან გასამართი მატჩისთვის მზადებას იქ განაგრძობს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, რიჩი დიქსონის გუნდი მარტინ ჯონსონის გაწვრთნილ ინგლისის ნაკრებს 18 სექტემბერს თბილისის დროით 10:00 საათზე დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა რიჩი დიქსონმა პრესკონფერენცია გამართა და ის 22 მორგაბეც დაასახელა, ვინც ინგლისთან მატჩში ითამაშებს.

რიჩი დიქსონი: “ინგლისთან მატჩში სათადარიგო სკამზე 5 ფორვარდი და 2 უკანა ხაზელი გვეყოლება, რადგან ვიცით, რომ დიდი დატვირთვა მოვა შერკინებაზე. ინგლისი ამ კომპონენტში ძალიან ძლიერია და მძლავრ დაწოლას ველოდებით.

შოტლანდიასთან მძიმე ტრავმები არ მიგვიღია, გუშინ ვიმგზავრეთ, დღეს დავისვენეთ. შოტლანდიასთან მატჩით ყველანი ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, ვერ ვაკონტროლეთ თამაში როგორც ველოდით. ჩვენი შერკინება ყოველთვის ძლიერია, მაგრამ დერეფანში ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც საჭიროა, შეტევაში კი სამწუხაროდ სულ ვერ მოვახერხეთ ვერაფერი.

იმედი მაქვს, რომ ამ კომპონენტში ინგლისთან თავს უკეთ წარმოვაჩენთ. ბოლო ორ წელიწადში საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა, რადგან ამ ქვეყანაში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა რომელსაც მივყვებით. ჩვენი ყველაზე მტკივნეული მომენტი კი ის არის, რომ საშუალება არ გვაქვს ვეთამაშოთ ძლიერ გუნდებს, რომელთაც მხოლოდ მსოფლიოს თასზე ვხვდებით. კარგი იქნება, რომ მათთან ძალების მოსინჯვა მსოფლიოს თასამდეც შეგვეძლოს, რათა შევამოწმოთ ჩვენი შესაძლებლობები”.

სასტარტო შემადგენლობა

1. დავით ხინჩაგიშვილი

2. ჯაბა ბრეგვაძე

3. დავით ქუბრიაშვილი

4. ილია ზედგინიძე

5. ვახტანგ მაისურაძე

6. შალვა სუთიაშვილი

7. მამუკა გორგოძე

8. დიმიტრი ბასილაია

9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი)

10. მერაბ კვირიკაშვილი

11. ალექსანდრე თოდუა

12. თედო ზიბზიბაძე

13. დავით კაჭარავა

14. ირაკლი მაჩხანელი

15. რევაზ გიგაური

სათადარიგოები

16. აქვსენტი გიორგაძე

17. დავით ზირაქაშვილი

18. ლევან დათუნაშვილი

19. გიორგი ჩხაიძე

20. ბიძინა სამხარაძე

21. გივი ბერიშვილი

22. ლაშა ხმალაძე

კომენტარი