სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადვოკატი ბრეივიკის გამართლებას მოითხოვს

პარასკევს, 23 ივნისს, ნორვეგიელი ტერორისტის, ანდერს ბრეივიკის ადვოკატი, 77 ადამიანის მკვლელის გამართლებას მოითხოვს.

ეს იქნება დაძაბული სასამართლო პროცესის უკანასკნელი ეტაპი. შეგახსენებთ,რომ ბრეივიკის საქმის განხილვა 10 კვირის განმავლობაში განიხილებოდა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ადვოკატების მოთხოვნა უბრალო ფორმალობა იქნება, სასამართლო არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება ბრეივიკის მსგავსი ეჭვმიტანილის გათავისუფლებას.

მსგავს მოთხოვნას ადვოკატი საკუთარი კლიენტის შეხედულებების გამო წამოაყენებს. ანდრეს ბრეივიკი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ადვოკატიც იძულებულია მისი პოზიცია დაიცვას.

„თუ სასამართლო ბრეივიკს დამნაშავედ ცნობს, მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. რამდენიმე წლის შემდეგ კი შესაძლოა ეს ვადა გაიზარდოს. ბრეივიკი ამ წლებს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გაატარებს“, - აღნიშნავს პროკურორი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფსიქოლოგები სრულებით განსხვავებულ დასკვნამდე მივიდნენ. ისინი თვლიან, რომ ტერორისტი შეურაცხადია და მან მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა განვლოს.

ბრეივიკის ფსიქიკურ მდგომარობასთან დაკავშირებით, უკანასკნელი დასკვნა 24 აგვისტოს გაკეთდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100