სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველებმა ხორვატებს პირველი ტაიმი მოუგეს

ხორვატი გულშემატკივრების "აფეთქება" 14 წუთის გასვლის შემდეგ შედგა. ყვირილს, ღრიანცელს და სტვენა-ყიჟინას აფეთქებებიც მოჰყვა და სტადიონი ბოლში გაეხვია. მოედანი იმდენად დაემსგავსა ბრძოლის ველს, რომ არბიტრმა რამდენიმე წუთით თამაშიც გააჩერა.

ხორვატმა გულშემატკივრებმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს: ქართველებს აფეთქებების ხმაზე და ბრძოლის ველის იმიტაციაზე ბრძოლის ჟინი უჩნდებათ, ახლახან გადატანილი აფეთქებები ახსენდებათ, სისხლი უდუღდებათ და შინაგანად მობილიზებულნი ხდებიან. შედეგიც სახეზეა - მე-17 წუთზე ჯაბა კანკავამ, სირაძის კარგი ჩამოწოდების შემდეგ ხორვატთა გოლკიპერი უშანსოდ დატოვა: თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ ხორვატები შტურმზე გადავიდნენ. მათი გამოჭერა კონტრშეტევაზე ერთხელ სცადა "იაშკამ" და საჯარიმოშიც შევიდა, მაგრამ მეტი ვეღარ "გაქაჩა" და ბურთი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ შეუცდომლად ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ, კახი კალაძემ და, რა თქმა უნდა, გიორგი ლორიამ, რომელმაც ერთხელ აშკარა გოლისგან იხსნა ნაკრების კარი.

პირველი ტაიმი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ამ სტატიის ავტორს ეჩქარებოდა ამ ტაიმის აღწერა და თქვენამდე მოტანა, თანაც, ამას სიხარულით აკეთებდა. რასაკვირველია, დასაწერი ექნება მეორე ტაიმის, ანუ, მთლიანად, მატჩის დასრულების შემდეგ: ან ძველებური ხალისით, ან უფრო მეტი ხალისით, ან სულაც, უხალისოდ. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ბრძოლა ისწავლეს. შესაძლოა, წავაგოთ კიდეც, მაგრამ უკვე ყველაფრიდან ჩანს, რომ ბრძოლაში წავაგებთ, ბრძოლაში წაგებულზე კი იმდენად არ გწყდება გული...

მატჩის დასრულების სემდეგაც ხალისიანი სტატიის დაწერა უსურვეთ ამ მასალის ავტორს და, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და სრულიად საქართველოს რასაც ვუსუსრვებთ ერთად, ეგ უკვე ნათელია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100