რაგბის კავშირმა მთავრობას 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გეგმა წარუდგინა

საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გეგმა წარუდგინეს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა ყველანაირი პირობა უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, საქართველო უძლიერესი გუნდით შეხვდეს.

მოსამზადებელი გეგმა ძირითადად ორ ეტაპს მოიცავს. გეგმაში შესულია როგორც ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეების მომზადება და საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების მონიტორინგი, ასევე უცხოელი სპეციალისტების და მწვრთნელების მოწვევა, გუნდში სპორტული ფსიქოლოგის ჩართვა.

ქართველი მორაგბეები 2015 წლის მსოფლიო თასზე С ჯგუფში ითამაშებენ. ეროვნული ნაკრების ოფიციალური სამზადისი მსოფლიო ჩემპიონატისათვის 2015 წლის ივნისიდან დაიწყება.

კომენტარი