„თბილისიმარათონზე“ 1500 - ზე მეტი მარათონელი მონაწილეობდა

მამაკაცებში I ადგილის მფლობელი ანატოლი ოლენიკოვი, ქალებში მარიელე კარმანიოლი გახდა

ტრადიციულად, ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს, „ჰაიდელბერგცემენტმა“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გრანდიოზული ღონისძიება „თბილისმარათონი“ გამართა, რომელიც ჯანსაღი ცხორების წესის დამკვიდრებასთან ერთად საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებდა.

„თბილისიმარათონში“ მონაწილეობდნენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის თანამშრომლები, საელჩოებისა და სამინისტროების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები. ნახევარმარათონზე მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკი 16+ იყო, ყველა მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს შესაძლებლობა ჰქონდა სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით დარეგისტრირება და მონაწილეობა მიეღო ნახევარმარათონში - www.tbilisimarathon.ge . მონაწილეობის სურვილი 1500-მდე ადამიანმა გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა.

დილიდანვე, ნახევარმარათონის დაწყებამდე არაჩვეულებრივი განწყობა იგრძნობოდა. თუმცა მონაწილეთაგან 21 კმ-იანი დისტანციის დაძლევის იმედი ცოტას თუ ჰქონდა, თუმცა მათთვის მარათონში მონაწილოება იყო მთავარი და არა გამარჯვება - ფინიშამდე მიღწევა.

წელს, გამარჯვებული მარათონელი მამაკაცებში გამომცემლობა „არეას“ წარმომადგენელი ანატოლი ოლენიკოვი გახდა. მან 21 კილომეტრი 1 საათი, 15 წუთსა და 17 წამში გაირბინა, რაც იმ დღეს ყველაზე კარგი მაჩვენებლი იყო. შარშანდელი გამარჯვებულის დავით ხარაზიშვილის მაჩვენებელს 1 წუთითა და 17 წამით ჩამორჩა. ქალებში ბანკი „რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა მარიელე კარმანიოლიმ ტოლი არავის დაუდო და აღნიშნული დისტანცია 1 საათი, 40 წუთსა და 19 წამში დასძლია.

თბილისიმარათონის საერთო შედეგები:

მამაკაცები:

I ადგილი: ანატოლი ოლენიკოვი, ნომერი 292 ; ჩიპის დრო: 1:15:17

II ადგილი: დომინიკ ბორდე, ნომერი 446 ; ჩიპის დრო: 1:16:47

III ადგილი: შეყრელიძე გიორგი, ნომერი 135 ; ჩიპის დრო: 1:21:03

ქალები:

I ადგილი: მარიელე კარმანიოლ, ნომერი - 356; ჩიპის დრო: 1:40:19

II ადგილი: ფიონა ქოქსშალი, ნომერი - 261, ჩიპის დრო: 1:49:01

II ადგილი: დანიელე დუბო, ნომერი - 447, ჩიპის დრო: 1:52:17

III ადგილი: ანა გუსი, ნომერი - 98, ჩიპის დრო: 1:53:54

საერთო შედეგების შეჯამებით ყველაზე სწრაფ კომპანებს შორის კი გამომცემლობა „არეა“, ბანკი „რესპუბლიკა“ და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსიტრო დასახელდა. თუმცა გამარჯვებულები ასევე დასახელდნენ 9 საპრიზო კატეგორიაში, რომლებმაც მაღალი შედეგებით იასპარეზეს. 54 საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მონაწილეებს მედლები, სერტიფიკატები, სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული, ციფრული ტექნიკა და სპორტული აქსესუარები გადაეცათ.

რეგისტრაციის თანხა შეადგენდა 10 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელი იყო როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების (OSMP) საშუალებით. „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, მონაწილე ხდება ქველმოქმედების, რადგან რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ ირიცხება და შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად გროვდება.

პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით მიმდინაორებს.

მნიშვნელოვანია, რომ "თბილისიმარათონზე" გამარჯვებულთა გამოვლენა მსოფლიოში აპრობირებული წესების დაცვით განხორციელდება, რასაც ორგანიზებას გერმანული კომპანია Mika Timing “Official Timekeeping and Data Processing” გაუწევს. ნახევარმარათონზე (21.0975 კმ.) თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, სადაც ფინიშის გადაკვეთის დრო სრული სიზუსტით დაფიქსირედება. დათვლის სისტემის გამართულად მუშაობისთვის გერმანიიდან, ქ. კიოლნიდან ჩამოდის კომპანია Mika Timing -ის სამუშაო გუნდი. Mika Timing სერვისი “Official Timekeeping and Data Processing” გამოცდილია შტუდგარდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბერლინის მარათონებზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიებების ჩატარება, რომლის მიზანია ერთის მხრივ - ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და მეორეს მხრივ - სოციალური პროექტების განხორციელება. თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებელით შემოსული თანხა გაგვეორმაგებინა და საქველმოქმედო მიზნებისთვის დაგვეხარჯა. შარშანდელთან შედარებით წელს, უფრო მეტი მონაწილე მოვიზიდეთ. მთავარია, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებიდან მაღალი აქტივობა უკვე იგრძნობა. წელს 1500-ზე მეტი მონაწილე გვყავდა. ეს ალბათ იმითაც იყო განმპირობებული, რომ თბილისის მარათონს წინ კარგი საინფორმაციო კამპანია უძღოდა. „ჰაიდელბერგცემენტი“, როგორც საამშენებლო მასალების მწარმოებელი, სოციალურ პროექტებს განსაკუთრებით იმ რეგიონებში ავითარებს, სადაც მისი საწარმოებია განთავსებული, შესაბამისად, „თბილისიმარათონის” საქველმოქმედო ფონდი თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებისთვისაა განსაზღვრული. „თბილისიმარათონი“ ყოველ წელს გაიმართება და ქალაქის კულტურულ ტრადიციად დამკვიდრდება., - განმარტავასჰაიდელბერგცემენტის“ კომუნიკაციების მენეჯერი, ნინო სუბელიანი.

კომენტარი