სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბექჰემი ავარიაში მოხვდა

“ლოს ანჯელეს გელექსის” ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი, რომელიც საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, ავარიაში მოჰყვა.

AP-ს ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტნის “კადილაკი”, მის წინ მოძრავ ავტომობილს შეასკდა.

წყაროს ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი არ დაშავებულა, ხოლო მეორე ავტომობილის მძღოლს, 40 წლის მამაკაცს კისერი სტკიოდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა პროფილაქტიკის მიზნით მოხდა. ასე რომ, ბექჰემი სერიოზულ შარში გახვევას გადაურჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100