სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი სიღნაღში და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ორი ოჯახი

სიღნაღში წუხელ გვიან ღამით ძლიერი ხანძრის შედეგად ორი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთი ადგილობრივის ლეილა ჯაველიძის სახლს გაუჩნდა, სადაც მოხუცი ქალბატონი მარტო ცხოვრობდა.
ხანძარი მეზობლად მდებარე ასანიშვილების სახლზეც გავრცელდა. ოჯახის წევრების გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს.

მთლიანად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოძველებული ელექტროგაყვანილობა და მოხუცი ქალბატონის დაუდევრობა სახელდება.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ხანძრის ლოკალიზებას 5 საათის განმავლობაში ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100