სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქალაქო სასამართლოს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა.

„2013 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის - გირაოთი, 15 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გირაოს თანხის გადახდის ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 30 დღე.

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკითხულია საქმესთან შემხებლობის მქონე თითქმის ყველა მოწმე და აღარ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები.

საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა დაინიშნა 2013 წლის 15 იანვარს 15:00 საათზე.“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცახდებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100